ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილს სოფელ საცხენესთან, მდინარის პირას მიაგნეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ცხედარი, 13 დღის წინ, სოფლიდან გაუჩინარებულ 24 წლის ლევან დოლენჯაშვილს ეკუთვნის.
გარდაცვლილი ამ დროისათვის გურჯაანში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის.
ლევან დოლენჯაშვილი, სოფელ საცხენეში, 8 აპრილს გაუჩინარდა და მას შემდეგ, აღარავის უნახავს.