დღეს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული მარიტა მეფარიშვილი ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი იყო.
ინფორმაციისთვის, ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის ინფორმაციით, ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. ექიმის განმარტებით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა.
ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა.
როგორც ცნობილია, 2 ბავშვის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურია.