მესტიაში დაკარგული მოზარდის, ილია ფილფანის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
როგორც „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა სოფელ ლენჯერში, მურთაზ გულედანმა განუცხადა, სამძებრო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს.
მოზარდის სამძებრო ღონისძიებები მესტიის გარდა, ასევე, ანაკლიაში, ქობულეთსა და ურეკშიც მიმდინარეობს და მასში ჩართულია 80-მდე მაშველი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოზარდის საპოვნად მოქალაქეებს სამ ენოვან მოკლეტექსტურ შეტყობინებებსაც უგზავნის.
ცნობისთვის, ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.