(პირველი) _ დეპუტატმა კობა ნაყოფიამ ფილმ “აგვისტოს 5 დღის” პრემიერაზე მსახიობ შერონ სთოუნის გვერდით ადგილის დასაკავებლად 20 000 ლარი გადაიხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, კონოთეატრ “რუსთაველში” პრემიერაზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 000-დან 12 000 დოლარამდე მერყეობს.
პრემიერას ქართული პოლიტიკური სპექტრი თითქმის მთელი შემადგენლობით დაესწრება.
ცნობისთვის, კობა ნაყოფია “მადლეულის” ფაქტობრივი მფლობელი და პრეზიდენტის ბიძის თემურ ალასანიას გარემოცვის წევრია.