“საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია, საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე, ან თუ არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე, 2013 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით, გაიაროს რეგისტრაცია ადგილსამყოფელ ქვეყანაში შექმნილ საუბნო-საარჩევნო კომისიაში, ან საკონსულო დაწესებულებაში.
რეგისტრაციის გავლის მიზნით საქართველოს მოქალაქემ უნდა წარადგინოს განცხადება ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ID ბარათის, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ქსეროასლი.
საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; ID ბარათი, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი,” _ ნათქვამია განცხადებაში.