გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომლებმა დღეს აქცია გამართეს. ამის მიზეზი მათი ხელფასების განახევრება გახდა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, თამაზ ჯინჭარაძე მივიდა, რომლის თქმით, საქმის კურსში უკვე ჩააყენა მაჟორიტარი დეპუტატი.
ექიმების განმარტებით, ეს გამაფრთხილებელი აქციაა და იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი უწყებები პრობლემას დროულად არ მოაგვარებენ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის ჩოხატაურის ფილიალი 1 ოქტომბრიდან მუშაობას შეწყვეტს.