შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. “გურია ნიუსის” წყაროს ცნობით, ქურდობის ამბავი ოჯახის პატრონმა გამთენიისას გაიგო, როცა სახლის გვერდით მდებარე ფანჯრის მინა გატეხილი ნახა. თხილი სწორედ აქედან უნდა იყოს გატანილი.
“ამ წუთებში ვახტანგ შავიშვილის ოჯახში ოზურგეთის რაიონული პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. ჯერჯერობით, ქურდების ვინაობა დადგენილი არ არის,” _ უთხრა “გურია ნიუსს” სოფელ ჭანიეთის რწმუნებულმა დავით მჟავანაძემ.