“თელიასონერა კვლავინდებურად აგრძელებს ინვესტირებას საქართველოს ბაზარზე და განიხილავს თავის ინვესტირებას ქვეყანაში, როგორც კომპანიის გრძელვადიან საქმიანობას. მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “თელიასონერა” განიხილავს საქართველოდან თავისი ინვესტიციების გატანას, არასწორი და სრულიად უსაფუძვლოა. ეს საკითხი დღის წერსიგში არ დგას და თელიასონერა კვლავინდებურად განაგრძობს თავის საქმიანობას საქართველოს ბაზარზე. ქართული ბაზარი მზარდია და ამ ეტაპზე ჯეოსელის საქართველოს ბაზარზე არსებობას განვიხილავთ გრძელვადიანი მომავლის პერსპექტივით. ჩვენ ქვეყნის მთავრობასთან ვაწარმოებთ რეგულარულ და გამჭვირვალე დიალოგს მობილური კომუნიკაციების სექტორის რეგულირებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე. ნებისმიერი ინვესტორისათვის მნიშვნელოვანია იყოს სტაბილური გარემო და საიმედო რეგულირების მექანიზმი. რაც შეეხება მთავრობის მიერ დაკისრებულ გადასახადს, ის უნდა იყოს სამართლიანი და მდგრადი. ჯეოსელი საქართველოში მსხვილი ინვესტორი და დამსაქმებელია, რომელიც მუდმივად ნერგავს სატელეკომუნიკაციო სფეროში არსებულ ტექნოლოგიურ სიახლეებს. გვჯერა, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული პროდუქტები და სერვისები საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა კვლავაც შევინარჩუნოთ მათი ჩვენდამი ნდობა” – აცხადებს “თელიასონერას” ევრაზიის რეგიონის კორპორაციული კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved