ტრეინინგი 17სექტემბერს თბილისში, ცენტრალურ ოფისში დაიწყო. ამით, ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა სატყეო სფეროში ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებას დასხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს.
უცხოელი ექსპერტები ადგილზე გაეცნენ და შეისწავლეს საქართველოს ტყეებში არსებული ვითარება და პრობლემატიკა. იმერეთის რეგიონში ამერიკელმა სპეციალისტებმა საირმის, კახეთში კი ჭალის ტყეები მოინახულეს. შეხვედრებისა და სწავლებების ძირითადი თემატიკა ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები და ტყის მავნებელ-დაავადებები იყო. ტრეინინგზე მერქნით სარგებლობის მართვასა და სამომავლო გამოწვევებზეც ისაუბრეს.
ამერიკის სატყეო სამსახურის საერთაშორისო პროგრამების წარმომადგენელმა ბელა გორდონმა და ამერიკის სატყეო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჰენკ კაშდანმა ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან მომავალი თანამშრომლობის იმედი და სურვილი გამოთქვეს.