წუხანდელი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმართულება შეიცვალეს. მდინარე სუფსა ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალური საავტომობილო გზის პირზეა მოსული. სოფელ ნაგომარში სოფელ აკეთთან დამაკავშირებელი ხიდი მდინარის შუაშია მოქცეული. ოზურგეთში დატბორილია ცენტრალური ქუჩები და საცხოვრებელი საალები. ჯერჯერობით ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. მუნიციპალიტეტებში ამბობენ, რომ ამ საკითხზე უკვე მუშაობენ შესაბამისი კომისიები.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved