სამართალდამცველებმა ვასილი ბ. რუსთავში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრა, ხოლო ბინის ჩხრეკისას 5 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სულ ამოღებულია 5,0863 გრ ოპიუმი.
ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბრალდებული დაკავების მომენტში ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მას „ოპიუმი“-ს და „მეტადონი“-ს ჯგუფის ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით).