პოლიტოლოგი დემურ გიორხელიძე “გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ პრემიერის აშშ-ში ვიზიტის აუცილებლობა ჯერ არ დამდგარა, პრეზიდენტი კი მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს.
“არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობის ვიზიტი აუცილებელი ყოფილიყო აშშ-ში. მიხეილ სააკაშვილი კი მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს. მის შეხვედრებს ბარაკ ობამასთან დიდი არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. ის უკვე ვადაგასული პრეზიდენტია. ამდენად, მისი მზრუნველობა საქართველოს არ სჭირდება. არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილს ამერიკაში ჩასვლა არ შეუძლია. უბრალოდ როგორც ჩანს, ის ძალები, რომლებიც პრეზიდენტის გუნდ ჰყავს როგორც ლობისტური ჯგუფები დაქირავებული, ამ ვიზიტს ხელს უშლიან. ამასთან, საქართველოს მთავრობა ელოდება დროს, თუ როდის იქნება ამერიკული ვიზიტი მაქსიმალურად პროდუქტიული და საქმეს რელურად როდის წაადგება. მხოლოდ პიარის თვალსაზრისით მომგებიან ვიზიტს, პრაგმატული პრემიერი არ გააკეთებს.
ბიძინა ივანიშვილს აშშ-ში ჩასვლის რაიმე პრობლემა არ გააჩნია, რადგან ამერიკულ მხარეს არ აქვს საფუძველი პრემიერს მათთან ვიზიტზე უარი უთხრას.“ – ამბობს გიორხელიძე.