მისი თქმით ლანჩხუთის რაიონი ინტრიგებშია გახლართული და კოალიცია რამდენიმე ჯგუფადაა დაყოფილი.
“როცა ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, ხელმოწერების შეგროვება მარტომ დავიწყე, შემდეგ შემომიერთდა გია მაჭარაშვილი და ორივემ გავაგრძელეთ. 1200 ხელმოწერა მოვაგროვეთ. გოგი გეგიაძემ წაიღო ჩვენგან ორი ცალი ბლანკი და უკან დაგვიბრუნა შეუვსებლად, რადგან ხან ძროხა ყავდა ავად და ხან სხვა უამრავ მიზეზს ასახელებდა. რეალურად კი მას ეშინოდა და მე ეს კარგად ვიცი.“ – ამბობს ფირცხალაიშვილი.
მისივე თქმით გოგი გეგიაძე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დეპუტატობის კანდიდატად თემურ ჩხაიძე დასახელდა.
“არ ვიცი საიდან გამოჩნდა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი გამოჩენის შემდეგ კოალიცია რამდენიმე ჯგუფად დაიყო. არავითარი პრეტენზია არ მაქვს გეგიაძესთან, როგორც პიროვნებასთან, მაგრამ პარტიის დაყოფას ვერავის ვაპატიებ. კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის ქაოსია, გეგიაძე ინტრიგებშია გახლართული. მხოლოდ ერთხელ ჩაატარა ბიუროს სხდომა. ჩემი პარტიიდან გარიცხვა უნდათ.“ – ამბობს ფირცხალაიშვილი.
მის ბრალდებებს გამოეხმაურა თავად გეგიაძე და აღნიშნა, რომ არავითარი განხეთქილება და ინტრიგები პარტიაში არ არის.
“ინტრიგების დიდოსტატი თვითონაა ფირცხალაიშვილი და ზოგიერთი მისი მეგობარი, რატომ გამოჩნდა ამ ბოლო ხანებში ეს ადამიანი ამას აუცილებლად გავარკვევთ. პარტიაში თვითონ ძაბავს სიტუაციას. შოთა ფირცხალაიშვილს უნდა პარტიის თავმჯდომარეობა და ეს ყველაფერი ამიტომ ხდება, მაგრამ მე დღესვე რომ დავტოვო პოსტი, მას მაინც არავინ დანიშნავს.” – ამბობს გეგიაძე.