“ასეთი წყალდიდობა ჩვენ არ გვახსოვს, დილით უზარმაზარი წყლის ნაკადი შემოვარდა სახლებში და საწოლებიდან ადგომა ძლივს მოვასწარით. ყველაფერი განადგურებული გვაქვს, რაც კი გვებადა და ზამთრისთვის გვქონდა შენახული. ხელისუფლებას დახმარებას ვთხოვთ”, – აცხადებენ ადგილობრივები.
უკვე რამდენიმე საათია ადგილზ მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბრიგადები და სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელებენ.