აცანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა უჩა ჩხაიძემ “გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მთელ სოფელში შესამჩნევადაა მომატებული მეწყრული დაზიანებები.
მეწყერმა დააზიანა შუხუთი-მამათის გზის შუხუთის მონაკვეთი. შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, მაღალი ძაბვის სადენების დაზიანების გამო, ქალაქს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
სუფსის ტერიტორიული ერთეულის სოფელ ახალსოფელში დაზიანდა სამანქანო ხიდი. სუფსის რწმუნებულის ბესო კუპრაძის ინფორმაციით, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გვესაუბრა.
“ამ წუთებში სუფსაშიც წვიმს და ჯერჯერობით ვერანაირ სამუშაოებს ვერ ვიწყბთ, მხოლოდ მდგომარეობის სანახავად მოვედით. გამოდარების შემდეგ დაიწყება ხიდის გამაგრებითი სამუშაოები.“- აცხადებს რწმუნებული.