ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე შარაშენიძემ G_News TV-ის ეთერში, გადაცემა “დასვით შეკითხვა”-ში სტუმრობისას განაცხადა.
_ დაზიანებულია შრომა-ურეკის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, მდინარის ჯებირები, ხიდები. დატბორილია ქუჩები. ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობა. სპეციალური კომისია მუშაობს და შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი, _ აღნიშნა შარაშენიძემ.