მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობასა და იმ მისწრაფებებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც ორი ქვეყნის თნამშრომლობას გააღრმავებს. თურქეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილს, იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს ორ ქვეყანას შორის განვითარდა. მისი თქმით, ამ პერიოდში თურქეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის შესახებ და თუ ახალი ხელისუფლების პირობებში ყოველივე ეს შეიცვლება, ორივე ქვეყანა დაზარალდება.
შეხვედრისას, საუბარი იმ ეკონომიკურ და და კულტურულ პროექტებსაც შეეხო, რომლებსაც საქართველო და თურქეთის რესპუბლიკა ერთობლივად ახორციელებს. აბდულა გიულის განცხადებით, აუცილებელია ამ პროექტების გაგრძელება.