პრეზენტაციის ორგანიზატორია კავშირი “კეთილი ნების მისია-მისიონერები“. პროექტი შესრულებულია “ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში” პროექტის, მცირე გრანტების მექანიზმის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია და ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო“ ASS-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით
როგორც პროექტის კოორდინატორი, შორენა ხუხუა ამბობს, პროექტი გოგონათა სოციალიზაციისა და გენდერული ცნობიერების ფორმირების სტიმულირებას, არაფორმალური საცნობარო-შემოქმედებითი ხასიათის გაერთიანების “გოგონათა კლუბების“ თვითრეალიზების, ქცევის მოდელირების, ტოლერანტობის საფუძვლების დამკვიდრებასა და ტრენინგ –ცენტრის დაარსებას ისახავდა მიზნად.
“პროექტის ორგანიზატორები და საინფორმაციო კურსის კონსულტანტები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამების (“ასწავლე ქართული, როგორც მეორე ენა“, “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“) მონაწილე პედაგოგები არიან. საანგარიშო შეხვედრაზე ისინი ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად ისაუბრებენ მიღწეულ შედეგებზე, წარმოგვიდგენენ მხატვრულ თარგმანებს, კლუბებში მომზადებულ ფოტო მასალას და ვიდეო კოლაჟებს.”- ამბობს ხუხუა.