ნატოს შემფასებელთა ჯგუფი საქართველოს, ნატოს საერთაშორისო სამსახურის თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებულ ძალთა განვითარების დაგეგმვის დირექტორატის უფროსის ფრენკ ბოლანდის ხელმძღვანელობით ეწვია.
შეხვედრაზე ფრენკ ბოლანდმა მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას. მან ასევე, დადებითად შეაფასა ქართული მხარის მიერ დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში (PARP) აღებული ვალდებულებების შესრულება.
თავის მხრივ, დავით დონდუამ ნატოს მხარეს ინფორმაცია მიაწოდა წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) მიმდინარე თვითშეფასების დოკუმენტზე მუშაობის შესახებ. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა დოკუმენტში შემავალ მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის დემოკრატიულ რეფორმების მიმდინარეობასა და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სათანადოდ მომზადების შესახებ.
ამავე დღეს, შედგა ნატოს შემფასებელთა ჯგუფის შეხვედრა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიასთან. შეხვედრაზე ფრენკ ბოლანდმა კომისიის წევრებს მიაწოდა საჭირო ინფორმაცია, რომელიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავებას.
ნატოს საერთაშორისო სამსახურის თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებულ ძალთა განვითარების დაგეგმვის დირექტორატის უფროსის საქართველოში ვიზიტის მსვლელობისას გამართულ შეხვედრებზე, ის შეეხო საქართველოს დაგეგმვისა და ანალიზის პროცესის (PARP) ფარგლებში, რეფორმების განხორციელების შეფასების მიმდინარეობას. ყურადღება გაამახვილა ქართული რეფორმების ამბიციურობასა და მათი განცოხრციელების მნიშვნელობაზე და ნატოს მხრიდან დახმარება აღუთქვა ქართულ მხარეს ამ პროცესების მხარდაჭერისკენ.