2013 წლის საშემოდგომო მიღებისას სხვადასხვა პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამაზე სპეციალური საგანმანთელბლო საჭროების მქონე 53 სწავლის მსურველი პირი დარეგისტრირდა. მათი განათლების სისტემაში ჩართვა პროფესიული ტესტირების საფუძველზე ხორციელდება. აღნიშნული პროცესი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ინტერესებისა და შესაძლებლობის გამოვლენას ითვალისწინებს, რის საფუძველზეც, მოხდება შესაბამისი პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის განსაზღვრა. ტესტირების მიმდინარეობის პროცესს დღეს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი გაეცნო.
პროფესიულ სასწავლებლებში შემქნილია შესაბამისი პირობები, რათა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებმა შეძლონ სასურველი პროგრამების (მაქსიმუმ 3) მოსინჯვა. პროგრამის მოსინჯვისათვის განხორციელდა პირების საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასება, შეფასებებზე დაყრდნობით, პროფესიულ სასწავლებლებში დასაქმებული ინკლუზიური განათლების სპეციალისტების მიერ დაიგეგმა და წარმატებით ხორციელდება თითოეული პროფესიის შესაბამისი აქტივობები.
ინკლუზიური პროფესიული განათლება ხელს შეუწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა შესაძლებლობების რეალიზებას, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას რაც, მათი შემდგომი დასაქმების წინაპირობაა.
საქართველოში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიული განათლება საქართველოს განათლების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის ფარლებში ხორციელდება. ინკლუზიური პროფესიული განათლების ეფექტური წარმართვისათვის 6 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 18 ინკლუზიური განათლერბის სპეციალისტია ჩართული, ინკლუზიური განათლების ექსპერტების მხრიდან პროცესის მონიტორინგი ხორციელდება.