კომისიის თავმჯდომარე, დეპუტატ თინა ხიდაშელის განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში როგორც თვითონ კომისიის წევრებს შორის, ასევე ტელევიზიების წინააღმდეგ დისკრიმინაციული მიდგომები გამოიკვეთა, რაც სიხშირისა თუ ლიცენზიების გაცემის საკითხს უკავშირდებოდა.
“დღევანდელი სხდომა ძირითდად 2004-2009 წლების საქმიანობას შეეხო და შესაბამისად იმ წლების თემებსა და პრობლემებზე ვისაუბრეთ. ძირითადა იყო “ალანიას” თემა. გამოჩნა, რომ ამ პერიოდში უწყების საქმიანობა დისკრიმინაციული იყო. კანონი უნდა იყოს სამართლიანი და მსხვერპლები და ფავორიტები არ უნდა ჰყავდეს,” _ განაცხადა ხიდაშელმა.
დღეს დაგეგმილი იყო ტელეკომპანია “ალანიას” მფლობელების დაკითხვაც. თუმცა, არცერთი მათგანი კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა.
ხიდაშელის განცხადებით კომისიამ ისინი განმეორებით 3 ოქტომბერს დაიბარა და კვლავ არგამოცხადების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებით, “ალანიას” მესაკუთრეებს სხდომაზე იძულების წესით მიიყვანენ.