“ეზო მთლიანად დაიტბორა და ფილტრი გაფუჭდა, რის შედეგადაც წყალი დაბინძურდა. ამის გამო, ქალაქის მაცხოვრებლებს წყალს სრული დატვირთვით ვერ ვაწვდით. ამინდზე ვართ დამოკიდებული და სავარაუდოდ, მოსახლეობას წყალს ხვალისთვის მივაწოდებთ,” – უთხრა “გურია ნიუსს” ცინცაძემ.
ამ ეტაპზე წყალი ბაღებს, სკოლებს და სასიცოცხლო მნიშვნელობის სხვა ობიექტებს მიეწოდება.