მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. საქართველოს და ლიტვის შს მინისტრებმა ორ დოკუმენტს – შეთანხმება “საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ და შეთანხმება “საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“ – მოაწერეს ხელი.
ლიტველმა კოლეგამ ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციისა და შს მინისტრების შეხვედრაზე მიიწვია, რომელიც 7- 8 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართება.
შეხვედრის ბოლოს საქართველოს და ლიტვის შს მინისტრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც საუბრის მთავარი თემა ვილნიუსის სამიტი, ორმხრივი თანამშრომლობა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები იყო. ბრიფინგის შემდეგ ლიტვის ნაციონალურმა ტელეკომპანიამ ირაკლი ღარიბაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.