გურიაში კორონავირუსის ახალი 132 შემთხვევა დაფიქსირდა, _ ამის შესახებ მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდზეა აღნიშნული.
როგორც Stopcov.ge-ზე წერია, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 794 შემთხვევა, აჭარა – 149, იმერეთი – 1 189, ქვემო ქართლი – 317, შიდა ქართლი – 512, გურია – 132, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 448, კახეთი – 657, მცხეთა-მთიანეთი – 149, სამცხე-ჯავახეთი – 123, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 83.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 957 საიდანაც:
• 6 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 475, აჭარაში – 528, იმერეთში – 1 398.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 609 პირი, მათ შორის, თბილისში – 591, აჭარაში – 128, იმერეთში – 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში – 187, აჭარაში – 37, იმერეთში – 32.
• 1 103 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 686 – თბილისში, 205 – აჭარაში.
• 39 361 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 31, ხოლო აჭარაში – 2.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 1 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 269 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 461 ადამიანი.