ვიზიტის ბოლო დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ბაჰრეინის, მანინის, უზბეკეთისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. გაეროში ქუვეიტის წარმომადგენლობაში გაიმართა შეხვედრა ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეიხ საბაჰ ჰალიდ ალ ჰამად ალ საბაჰთან.
სესიის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე პირველად შეხვდა ახლადდანიშნულ ჩეხ კოლეგას იან კოჰოტს. ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები გარდა, გაეროში გამართული შეხვედრების მთავარი საკითხი იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს რეზოლუცია იყო. თბილისი იმედოვნებს, რომ მომავალ წელს რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
გაეროში გამართული შეხვედრების ერთერთი მთვარი საკითხი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის ქმედებები და ამ საკითხზე საერთაშორისო მხარდაჭრის მოპოვებაც იყო.