(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 6 ივნისს, ოზურგეთის ქუჩებში საგრძნობლად მომრავლებული ძაღლების დაჭერა შესაბამისმა სამსახურმა ვეტექიმ გოგი მაღლაფერიძის ხელმძღვანელობით დაიწყო. სპეციალურად მომზადებული ბადეებით არა ერთი მაწანწალა ძაღლი დაიჭირეს. გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე, მოულოდნელად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი გინებით, მუქარითა და ყვირილით გაექანა მაღლაფერიძისკენ და რომ არა რიგითი მოქალაქეების ჩარევა, მუშტი-კრივი გარდაუვალი იყო. როგორც გოგი მაღლაფერიძემ თქვა, ქალაქში ძალიან მომრავლდა მაწანწალა ძაღლები, ხალხი შეწუხებულია და არა ერთხელ უთხოვია შველა. ამიტომ, ვიღაცის “ხუშტურს” ყურს ვერ დავუგდებთო. თუმცა, ცხოველების განადგურების მავნე პრაქტიკა დაფიქრებას მოითხოვს.