შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება გენდერულ თემაზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების პაკეტი. ასევე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე საზოგადოებას გააცნობს საქართველოს პარლამენტის ინიციატივას შრომის კოდექსში და საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ.
შეხვედრის ორგანიზატორიები არიან გაეროს ერთობლივი პროგრამა “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში” და ქალთა საინფორმაციო ცენტრი.





























































