“ველოდებით საინტერესო დებატებს,გამოწვევა მიღებულია.მე არამგონია რომ “ნაციონალურ მოძრაობას” მორალური უფლება ქონდეს ილაპარაკოს ბიზნესზე, ილაპარაკოს ეკონომიკურ განვითარებაზე. ძალმომრეობა იყო ამოსავალი წერტილი ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების საქართველოში.ეს იყო მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა დანერგილი ეკონომიკაში. დიახ არის პრობლემები და ჩვენ არ ვმალავთ ამ პრობლემებს.სირაქლემას პოზაში არ ვდგავართ. ნაცმოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი ახეხრებდა ამას მთელი, რვა ცხრა წლის განმავლობაში,თვალებში ნაცარს აყრიდა საზოგადოებას.იქნება მძაფრი დებატები და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ამისთის ემზადებიან ჩვენი ოპონენტებიც და ვემზადებით ჩვენც”, _ განაცხადა ცაგარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით დებატები ეკონომიკური საკითხებზე გაიმართება.