დავითაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, როცა ბიზნეს ინეტერსები და საზოგადოების ენტერესები ერთამანეთს დაუპირისპირდა, ხელისუფლებამ ბიზნესის ინეტრესების დაცვა ამჯობინა.
“მთავრობამ ბიზნესის მხარე დაიკავა. იყო ეს შრომის კოდექსი, იპოთეკარების საკითხი, სადაზღვეო კომპანიები, ჯანდაცვისა თუ აზარტული თამაშების საკითხი – ყველა შემთხვევაში ხალხის სატკივარი გვერდზე გადაიდო და წინ ბიზნესის ინტერესი დააყენს. ამას რაიმე ხელშესახები ეკონომიკური წინსვლაც არ მოჰყოლია,” _ აცხადებს დავითაშვილი.
ამასთან, მიიჩნევს, რომ დაპირების მიუხედავად, მონოპოლიზაცია არ გაუქმდა და ხელისუფოლებას ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ მხრივ ახალი არაფერი გაუკეთებია. პირიქით _ ხელისუფლება მონოპოლიის მფარველი გახდა.
“დღეს ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლა შეუძლებელია, ბაზარი ისევ მონოპოლიზირებულია, ისევ იმ ადამიანების ხელშია, რომლებმაც ფორმალურად შეიცვალეს მფარველები, თუ მმართველები, მაგრამ რეალურად მონოპოლისტური ბაზარი დარჩა და სწორედ ეს განაპირობებს ეკონომიკურ მდგომარეობას.
ყურადღებას ვამახვილებ სწორედ ბაზრის მონოპოლიზაციის მაღალ ხარისხზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლების შემდეგ ამ ერთ წელიწადში კვლავ შენარჩუნდა.
ფაქტობრივად, მონოპოლისტებმა მიიღეს მფარველობა და გარანტიები ახალი ხელისუფლებისგან. მთავარი პრობლემა და მთავარი მიზეზი ეკონომიკის ზრდის ტემპის არარსებობისა არის სწორედ ბაზრის მონოპოლიზაცია და იმ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიუღებლობა, ანტიმონოპოლიური სამსახურის შეუქმნებლობა, ვერტიკალური მონოპოლიები, რომელიც ეკონომიკის ყველა სფეროშია. ეს არის მიზეზი ეკონომიკის განვითარების შეფერხებისა,” _ განაცხადა დავითაშვილმა.