პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის განრიგზე, კომიტეტები და ფრაქციები დღეს იმსჯელებენ.
“გადმოიგზავნა ბიუჯეტი თანდართული მასალებით. საფინასო კომიტეტის ხელმძღვანელობით კომიტეტებში, ფრაქციებში, ბიუჯეტის განხილვის განრიგი უნდა შემუშავდეს. ამისთვის ორი დღე გვაქვს.
დღეს საღამოს შევიკრიბებით და შესაბამისად, კომიტეტები ფრაქციები, უმცირესობა, უმრვალესობა ბიუჯეტის კანონპროექტზე მუშაობას დაიწყებს,” _ განაცხადა კობახიძემ.