https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნეპოტიზმი გურიაში ანუ დასაქმება ჩვენებურად

5:06; 12.06.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ნეპოტიზმი ლათინური სიტყვაა და მეგობრებისა და ნათესავებისათვის, მათი დამსახურების მიუხედავად, განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭებას ნიშნავს.

გურიაში ეს სიტყვა უცხო არავისთვის არის. პირიქით _ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნეპოტიზმი ჩვენ მხარეში ძალზე მოდურია. დედა-შვილი, ცოლ-ქმარი, ბიძა-დისშვილი, რძალ-მული, მაზლი, მაზლის ცოლი და სხვა ნათესავები _ ასეთია დღევანდელი საჯარო დაწესებულებების საშტატო შემადგენლობა. მოკლედ რომ ვთქვათ, გურიაში, საჯარო სამსახურები ლამისაა “ოჯახურ ბიზნესად” იქცეს _ აქ თანამდებობებზე ინიშნებიან არა კვალიფიკაციის მიხედვით, არამედ გავლენიანი ახლობლების წყალობით და ალბათ ამის შედეგია, რომ საჯარო დაწესებულებები არაკვალიფიციური კადრებით არის სავსე.

მიუხედავად იმისა, რომ კვალიფიციური კადრების სიმცირეს, როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში, ისე გურიის სამივე მუნიციპალიტეტში უჩივიან, არც ერთი მათგანი, ვითარების გამოსასწორებლად კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს.

არც თუ დიდი ხნის წინ, ჩვენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესული დასაქმების მსურველთა განცხადებების ავტორები გაგაცანით. ბევრი მათგანის ბიოგრაფია მართლაც რომ შთამბეჭდავი იყო, თუმცა შთაბეჭდილება ისევ ქაღალდებს შემორჩა. ჩოხატაურში მცხოვრები ანა შარაშენიძე, ჩაისუბანში ბაღის გახსნის შემთხვევაში, გამგის პოსტზე მისი კანდიდატურის გათვალისწინებას ითხოვდა. შარაშენიძის განცხადებას თან ერთვოდა პროფესიულ დონეზე შევსებული ბიოგრაფია, სადაც მითითებული იყო, რომ მას ორი უნივერსიტეტი, რამდენიმე საზაფხულო სკოლა ჰქონდა დამთავრებული და მენეჯმენტის სფეროში ტრენინგებზე იყო ნამყოფი საზღვარგარეთ.

ჩაისუბანში ბაღი სულ ახლახან გაიხსნა, თუმცა, როგორც შევიტყვეთ, შარაშენიძე არ დაუსაქმებიათ _ მიზეზად გუბერნატორის სიტყვიერი ბრძანება დასახელდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შარაშენიძეს სამსახურზე უარის თქმა ურჩიეს და ქმრის, რომელიც პროფესიით იურისტი ყოფილა, დასაქმებას დაჰპირდნენ: “ასეთია გუბერნატორის ბრძანება _ საჯარო სამსახურში ერთი ოჯახიდან ორი წევრი არ უნდა მუშაობდეს!” _ უთქვამთ ქალბატონი ანასთვის. შარაშენიძე ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ამ ინფორმაციას არც უარყოფს. რაც შეეხება მის მეუღლეს, მალხაზ ოსეფაიშვილს, მას, თურმე, გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობას უკვე 4 თვეა პირდებიან.

გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს და ადამიანები თანამდებობებზე მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალიზმით უნდა ინიშნებოდნენ.

_ რაც შეეხება ჩაისუბნის საბავშვო ბაღის ხელმძღვანელს და ამ კანდიდატურასთან დაკავშირებულ სხვა ნიუანსებს, ვერაფერს გეტყვით, რადგან არანაირ ინფორმაციას ამ საკითხზე არ ვფლობ, _ დაგვიზუსტა ჩიტაიშვილმა.

გუბერნატორისგან განსხვავებით, ჩაისუბნის ბაღის ახალ დანიშნული დირექტორის ნინო ბერაძის შესახებ კარგად ფლობენ ინფორმაციას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში _ ბერაძეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საორგანიზაციო სამსახურის უფროსთან, დავით ჯინჭარაძესთან ნათელ-მირონობა აკავშირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი გამგე ასევე ახლობლობს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან ნინო ბარამიძესთან. ამ უკანასკნელს, როგორც ჩანს, საკუთარი ახლობლების დასაქმება ჰობად ექცა, რადგან არც თუ დიდი ხნის წინ, #1 საბავშვო ბაღში, რეზერვი მასწავლებლის შტატი საკუთარი შვილისთვის დაუშვა და იმავე ბაღში, ნახევარ განაკვეთზე, საკუთარი ძმის ცოლის დანიშვნის ბრძანებასაც მოაწერა ხელი.

უნდა ითქვას ისიც, რომ მუნიციპალიტეტებში კანონს და შტატებს სიტუაციას არგებენ. ასე მოხდა მაშინ, როდესაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საორგანიზაციო სამსახურის უფროსად დავით ჯინჭარაძე დაინიშნა _ ჯინჭარაძის მეუღლისთვის, თამთა ჯანხოთელისთვის შტატი გამგეობის კულტურის სამსახურში დაუშვეს.

მხოლოდ მიმდინარე წელს, მხოლოდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 10 ადამიანი დასაქმდა საშტატო განაკვეთით. ზოგისთვის ძველი შტატი გამოინახა, ზოგისთვის სპეციალურად შექმნეს _ ლევან ჩხიკვაძე, სოფიკო ჩხიკვაძე, მამუკა სანიკიძე, გივი ანთიძე, ლელა ნინიძე, მანანა ძნელაძე, ნუგზარ მგელაძე, ივანე ცინცაძე, ზაალ ბერძენიშვილი გამგეობის თანამშრომლები არიან. მათი უმრავლესობა ახალი სახე არ არის და არც ერთი მათგანის დანიშვნაზე კონკურსი არ გამოცხადებულა. უფრო მეტიც, ნოდარ თედორაძე, რომელიც შესყიდვების სამსახურის სპეციალისტად არის გაფორმებული, სინამდვილეში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანტონ ხუნდაძის მძღოლია; ეკონომიკის სამსახურის სპეციალისტად გაფორმებულ მანანა ძნელაძეს კი, რომელიც სხვებისგან განსხვავებით, საკუთარი კაბინეტით სარგებლობს, სოფლის მეურნეობის დარგს არაოფიციალურად აბარებენ. უფრო დაზუსტებით კი, სწორედ ძნელაძეს ჰქონდა ჩაბარებული ჰიბრიდული სიმინდის მარცვლის გასაღება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას ხელშეკრულებით 4 პირი ჰყავს აყვანილი. ამავე პირობით აყვანილი პირების სიმრავლე არასამეწარმეო იურიდიულ პირებშიც შეიმჩნევა. გამგეობის მსგავსად, ყველა აიპ-ში შტატების მატებაა ჴ რა თქმა უნდა ნაცნობობის გათვალისწინებით.

ნეპოტიზმი არც ოზურგეთშია უცხო, თუმცა არა იმ მასშტაბებით, როგორც ჩოხატაურში. ნათესაური არა, თუმცა, მეგობრული კავშირები ყვავის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში _ თავმჯდომარედ არჩევისთანავე, ალეკო მამეიშვილმა, აპარატის უფროსად, ბავშვობის მეგობარი, ალეკო ბურჭულაძე დანიშნა. ასევე მეგობრობით და ძმაკაცობის პრინციპით შეირჩა კადრები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირებში. გამონაკლისი არც ლანჩხუთია, სადაც კადრებს ასევე ახლობლობის გათვალისწინებით ნიშნავენ თანამდებობებზე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13 სექტემბერი, 2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

08:50; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026

"რვიანი" მოქმედებაზე გადადის

ღონისძიება ხიდისთავის სკოლაში

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო