მისივე თქმით, სოფელ დვანის მოსახლეობას მთავრობის მხარდაჭერა სჭირდება.
“ბუნებრივია, ამ პრობლემის მოგვარება საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, ჩვენი მეგობრების აქტიური ჩარევით უნდა მოხდეს. ევროპის ურთიერთობებში ეს საკითხი ყოველთვის დღის წესრიგში უნდა იყოს და მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობას მაქსიმალურად, რომ შევუმსუბუქოთ ის საშინელი ტვირთი, რაც მათ რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან დაატყდათ. არ უნდა ავყვეთ მოწინააღმდეგის მიერ დაგეგმლ პროვოკაციებს. ეს ხდება იმიტომ, რომ საქართველოს გაურთულონ ის ძალიან მაღალი დინამიკა , რომელიც ევროპასთან დაახლოების კუთხით აქვს. იცით, მზადდება ვილნიუსის სამიტი, შემდეგ უკვე ნატოს სამიტი და ამიტომ ჩვენ გონებით, დიპლომატიით უნდა ვიმოქმედოთ”, _ განუცხადა “გურია ნიუსს” ალასანიამ.