თუმცა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ეს ადამიანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კოტე შარაშენიძის საახლობლო წრეს წარმოადგენს და მელექედურთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ეს ინფორმაცია, “ გურია ნიუსთან“ თავად გამგებლის მიერ შერჩეულმა ახალმა კადრმაც დაადასტურა.
ზურაბ დონდოლაძე: _ მე არავის პროტექციით არ მოვხვედრილვარ აქ, ხალხის ინიციატივა იყო. თუმცა, არ ვიცი, თუ ვინიშნები. ჩემთვის ამის შესახებ ოფიციალურად არავის განუცხადებია, კოტეს ნათესავი არ ვარ, ისე ვიცნობ , დღეს ყველა ოზურგეთელი იცნობს ერთმანეთს, საუბარიც მქონია კოტესთან. ხალხმა სთხოვა მას, რომ მე დავენიშნე სოფლის რწმუნებულად.
_ შეგიძლიათ, გვითხრათ, ვინ არიან ეს ადამიანები?
_თქვენ რომ იცოდეთ, იყო ასეთი რამ, თვითონ ხალხი მოვიდა, მთხოვა და მათვე სთხოვეს გამგებელსაც, რომ გვინდა ეს კაცი დაინიშნოს გამგებლადო.
-დაგვიკონკრეტეთ თუ შეიძლება, ამ ადამიანთა ვინაობა და გვაინტერებს სად მუშაობდით აქამდე, ბატონო ზურაბ? ” ქართულ ოცნებას” წარმოადგენთ?
– აი, რომ დავინიშნები, ყველაფერს გეტყვით, _ გვითხრა ზურაბ დონდოლაძემ.