გიორგი კორახაშვილის თქმით ტელეკომპანია იმედი წამგებიანი პროექტი იყო. ამის გამო ის და მისი პარტნიორები მყიდველს ეძებდნენ. თუმცა, მყიდველი 2012 წელს გამოჩნდა და ისიც, არხის ძველი მფლობელი ინა გუდავაძე რომელსაც, იმედის მეწილებმა არხი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დაუთმეს.
“ჩვენ იმედზე სუფთა ფინანსური დაინტერესებით შევედით. შემდეგ აღმოჩნდა რომ ის ინტერესი, რომელიც ჩვენ გვქონდა სამწუხაროდ არ გამოვიდა. 2012 წლიდან იმ ადამიანის ძებნა დავიწყეთ რომელიც არხის პატრონობას შეძლებდა.
“ასეთი ადამიანი პარტნიორებთან შეთანხმებით გამოიძებნა. ჩვენ უბრალოდ წამგებიანი კომპანია, სიმბოლურ ფასად ერთ ლარად ქალბატონო ინა გუდავაძეს გადავეცით”,_ განაცხადა კორaხაშვილმა.
შეკითხვაზე მაშინ როცა, ტელევიზია წამგებიანი იყო, რატომ არ გაუჩნდათ მეწილეებს მისი გაყიდვის იდეა, კორახაშვილმა განაცხადა: “გაყიდვის სურვილი სულ გვქონდა, მაგრამ ალბათ სხვებს არ ქონდათ სურვილი რომ ეს კომპანია ეყიდათ.კომპანია უკან მიდიოდა არსებული პრობლემების გამო და რომ არ გამოჩენილიყო გუდავაძე, იქნებოდა ალბათ ისევ ისე, როგორც იყო. იმ რაოდენობით რა რაოდენობითაც კონტენტი უნდა გაკეთებულიყო და ტელევიზია განვითარებულიყო, ეს არ მოხდა. რაც წინაპირობა იყო იმისი, რომ მალე გაკოტრდებოდა. რათქმაუნდა კარგი იქნებოდა გამოჩენილიყო ვინმე ვინც ამას იყიდდა”, _ განაცხადა კორახაშვილმა.