ამასთან, შინაგანს საქმეთა მინისტრმა არ დასახელა საქართველოში მდებრე ის კომპანიები, რომლის სერვერზეც დანაშაულში ბრალდებულმა სამარ ჩოკუტაევმა შეაღწია.
“ეს კომპანიები არ არის საინტერესო და საჭირო, საინტერესო ვისთვის არის, ოპოზიციონერებისთვის? ეს იყო ორი უცხოური კომპანიის აიპი მისამართი, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ”,_ განაცხადა მინისტრმა გადაცემა “დიდ პოლიტიკაში”.
ღარიბაშვილმა კატეგორიულად გამორიცხა ჩოკუტაევის კავშირი რომელიმე ქართულ კომპანიასთან. რამდენჯერმე ახსენა კოკა ყანდიაშვილის სახელი, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით დაკავშირებული იყო მუქარის შემცველი ვიდეოების დამზადებასთან და გავრცელებასთან.
ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, ირაკლი ალასანიას რომ ეკითხა მისთვის ამ საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ინფორმაციას აუცილებლად მიაწვდიდა,
“ვინც დაინტერესდა და მკითხა, მას ვუთხარი”, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.