რადგან, მისი თქმით, საქმე ძალიან მძიმეა და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობაზე ღიად ვერ ისაუბრებს. მინისტრის თქმით, საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნების მონაწილეობა იკვეთება, თუმცა მათ ვინაობას ვერ დაასახელებს.
გადაცემა “დიდ პოლიტიკაში” საუბრისას ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ ლაფანურის საქმის გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს.
ლაფანყურის მოვლენებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაცვლილებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარა, თუმცა, არც გამოძიების და არც ექსპეტიზის შედეგების შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის.