“თქვენ საკუთარი თავი დაგვინიშნეთ პრემიერ-მინისტრად, ყველა მინისტრი მხოლოდ თქვენი მოთხოვნით და მითითებით დაინიშნა. დეპუტატები თქვენ მოგვახვიეთ თავს, პრეზიდენტს თქვენ გვინიშნავთ და მხოლოდ ფორამლურად ატარებთ არჩევნებს და ახლა თქვენი მემკვიდრე პრემიერიც გინდათ დაგვინიშნოთ? უკვე თქვენი საკუთრება გახდა საქართველო? გეყოფათ ხალხის შეურაცხყოფა. ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, სანამ წახვალთ, წერტილი დაუსვათ უკვე თქვენი წყალობით საქართველოში კლასიკური ნიშნით ფეოდალიზმის დამკვიდრებას”, _ აღნიშნა ფარცვანიამ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო მოძრაობის სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის ლიდერმა ვახუშტი ფარცვანიამ საპრეზიდენტო კანდიდატ ნესტან კირთაძის შტაბის ხელმძღვანელის პოსტი 25 სექტემბერს დატოვა. ამის მიზეზად მან ოჯახური მდგომარეობა დაასახელა.