“არც ერთ ხელისუფლებას ჩვენი პირობების გაუმჯობესებისთვის არაფერი არ გაუკეთებია, თავი არაფერზე შეუწუხებიათ. როგორც ვხედავთ, არც ახალი ხელისუფლება აპირებს რამე გააკეთოს ჩვენთვის. სწორედ ამიტომ, თუ არ მოგვხედავს მთავრობა და არ დაინტერესდება ჩვენი პრობლემებით, სოფელში პრეზიდენტის არჩევნებს არ ჩავატარებინებთ”, _ აცხადებს სოფლის მოსახლეობა.
ასევე, აქციის მონაწილეები სოფელში მედ-პუნქტის გახსნას ითხოვენ და ხურჩა-ზუგდიდის დამაკავშირებელი 4 კილომეტრიანი გზის დაუყოვნებივ შეკეთებას.
აქციის მონაწილეებთან ხურჩის რწმუნებული რევაზ ხუბუა იმყოფებოდა. მისი განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა 4 დღეში აპირებს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, ხოლო რაც შეეხება ომის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, ამ თემაზე გამგეობა უკვე მუშაობს.