ჩვენი გადაცემის სტუმრებთან, საქართველოს პრემიერ მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან და "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატთან გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივი ბლიც ინტერვიუ პრემიერის შეკვეთილის რეზიდენციაში ჩაიწერა.
რა აჩვენა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრით, რაში უნდა დაეხმაროს ის საზოგადოებას, არის თუ არა განსხვავება ანაკლიისა და ლაზიკის პორტებს შორის, “ძირძველი“ სიტყვაა თუ არა "მიჭირყვნა"… _ ამას ჩვენი ბლიც ინტერვიუდან შეიტყობთ.
ინტერვიუს მეორე, ვრცელ ნაწილს, რომელშიც ივანიშვილი მომავალ პრემიერზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს, მალე შემოგთავაზებთ. გადაცემის მეორე ნაწილში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ექსკლუზიურად ჩვენგან გაიგოთ ვინ მოაწერა ხელი ტელეიმედის სახელმწიფოსთვის გადაცემის დოკუმენტს, რომელსაც "გრიფით საიდუმლო" ადევს და რომელი შეკითხვის გამო გრძნობს ბიძინა ივანიშვილი თავს შეურაცხყოფილად.