ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
“მოვუწოდებ ყველას, მიიღოს თავისი გადაწყვეტილება. ოლიმპიურ კომიტეტში ეს თავად უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ ისინი, გარდა იმისა, რომ ოლიმპიური კომიტეტის წევრები არიან, ისინი არიან ქართველები და ქართველს უნდა ჰქონდეს სწორი რეაქცია ქვეყნისთვის მძიმე სიტუაციაში,” _ განაცხადა სააკაშვილმა.