“ქართულმა მიუზიკლმა, რომელიც უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაშია მიწვეული, მუზიკლების სფეროში გადატრიალება მოახდინა,” _ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა ფრანგ რეჟისორს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მრავალი თვის განმავლობაში ქართულ დასთან ერთად მუშაობდა. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ რიყეზე მუსიკალურ თეატრს არა მხოლოდ ვერ დაანგრევენ, არამედ მისი მშენებლობა დასრულდება კიდეც.
ფრანგმა რეჟისორმა პრეზიდენტთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი მსახიობები განსაკუთრებით ნიჭიერები არიან.