სესიის მთავარი თემაა – “თანამშრომლობის გაღრმავება ევროპის აღმოსავლეთ საზღვრებთან”, მიზანი კი თანამედროვე საერთაშორისო პრობლემატური საკითხების განხილვაში ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება, გუნდური მუშაობისა და ლიდერული უნარ-ჩვევების გამომუშავების დანერგვა.
სესიას ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის აღმასრულებელი დირექტორი კრისტა ზიმგერგი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია თბილისის მერია, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შვარცკოფის ფონდი, ფონდი ღია საზოგადოება, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უწევენ.