შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ყოველწლიურ ჩემპიონატში, რომელიც პროფესიონალ კარატისტებს აერთიანებს, შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა. ჩემპიონატში 25 ქვეყნის პროფესიონალი სპორტსმენები ასპარეზობდნენ.
შს სამინისტრო ჩემპიონატზე სამი სპორტსმენით დაკომპლექტებული ნაკრებით – კობა ცერცვაძე, ლევან ლომიძე და გოგიტა როდონაია – წარსდგა ჩემპიონატზე.
შსს-ს ნაკრებმა, მიუხედავად დაძაბული ორთაბრძოლებისა, ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა. ქართველი სპორტსმენები მასპინძელი ქვეყნის გუნდს ფინალში შეხვდნენ და პირველ ადგილზე გავიდნენ. შს სამინისტროს ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში ოქროს მედალი და ევროპის თასი მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენებმა ინდივიდუალურ შეჯიბრშიც საპრიზო ადგილები დაიკავეს. 75 კგ წონით კატეგორიაში ლევან ლომიძემ ვერცხლის მედალი, ხოლო მძიმე წონაში – გოგიტა როდონაიამ ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონები მომავალ წელს უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.