როგორც ეპარქიის ერთ-ერთი წარმომადგენელი აცხადებს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სინოდი მიტროპოლიტ კალისტრატე (მარგალიტაშვილისთვის) სტატუსის ჩამორთმევას და პენსიაზე გაშვებას აპირებს ჭორია და მეუფე თავს მხნედ გრძნობს, შესაბამისად ის პენსიაზე გასვლას არ აპირებს. ეპარქიის წარმომადგენლის განცხადებითვე, სინოდის სხდომის საკითხები წინასწარ არასდროსაა ცნობილი და ამის შესახებ მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა იცის.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 11 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე, რომელიც საპატრიარქოში გაიმართება, შესაძლოა ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღვრის სტატუსი და მისი პენსიაზე გაშვება განიხილონ.
მეუფე კალისტრატე (მარგალიტაშვილი) ქუთაისის გაენათის ეპარქიას, 1983 წლიდან მართავს.