ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა სირიასა და საერთაშორისო უსაფრთხოების სხვა საკითხებზე დებატების ჩასატარებლად იკრიბება. ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას 50 ქვეყნის 200-მდე პარლამენტარი მიიღებს. კონფერენციას მონტენეგროს პარლამენტი უმასპინძლებს.
13 ოქტომბერს გაიმართება ხმელთაშუა ზღვის ფორუმი – “ხმელთაშუა ზღვის წარმომადგენლები: კულტურების (ცივილიზაციების) გაერთიანება”, რომელზეც სირიაში არსებული მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალური დებატები ჩატარდება.
14 ოქტომბერს ჩატარდება საპარლამენტო კონფერენცია: “საერთაშორისო საფრთხეები და ადამიანის უფლებების დაცვა: ეუთოს როლი”, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რანკო კრივოკაპიჩი გახსნის. კონფერენციის მსვლელობას თავმჯდომარეობას გაუწევენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტები: გიორგი წერეთელი, ალან ნერი (საფრანგეთი) და იზაბელ პონზუელო (ესპანეთი).