ესტონეთის პრეზიდენტმა თავის პოლონელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ვილნიუსის სამიტზე უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას და მოლდოვასთან და საქართველოსთან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას.
პრეზიდენტის განცხადებით ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს აქვთ უფლება თავად გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი და აირჩიონ ის კავშირები , რომლებშიც სურთ გაწევრიანება.
“დაუშვებელია ის ეკონომიკური შანტაჟი, მუქარა და პოლიტიკური ზეწოლა, რომელსაც ეს ქვეყნები განიცდიან იმის გამო, რომ რუსეთის საბაჟო კავშირს შეუერთდნენ. აუცილებელია, მეტი ყურადღებით მივადევნოთ თვალი ამ საკითხის გარშემო მოვლენების განვითარებას”, _ აღნიშნა ილვესმა.