ღამის მატარებელი _ “თბილისი-ოზურგეთი-თბილისი” ოზურგეთში სამი საათით დაგვიანებით ჩამოვიდა. ამის მიზეზი რიკოთის უღელტეხილზე ზვავის ჩამოწოლაა. როგორც ოზურგეთის რკინიგზის სადგურში გვითხრეს, ამ ზვავს დაემატა წყალდიდობაც, რამაც მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროგადამცემი ბოძები.
_ წყალდიდობის გამო, ზიანი მიადგა ელექტრობოძებს და ვერ მოხერხდა დენის მიწოდება. ამ წუთებში პრობლემა მოგვარებულია. მატარებელი ოზურგეთში დაგვიანებით ჩამოვიდა, მაგრამ თბილისისკენ მიმავალი დილის მატარებელი, დროულად დაიძრა, _ გვითხრეს ოზურგეთის რკინიგზის სადგურში.