საბჭოს შემადგენლობაში შედიან საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში სხვადასხვა სამინისტროს უფლებამოსილი პირები და ქვეყანაში მოღვაწე ცნობილი მეცნიერები და ექსპერტები.
შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული გეოლოგიური საფრთხეები, წყალდიდობებთან გამკლავების, ქიმიურ ინციდენტებზე მონიტორინგის გაძლიერების და სხვა საკითხები.
სხდომას ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც კატასტროფების რისკის შემცირების სფეროში გაწეული საქმიანობის შესახებ მოკლე მოხსენებები წარმოადგინეს