“სინოდის სხდომის პირველ ნაწილში, მეუფე კალისტრატეს სტატუსის განხილვა და ეპარქიის ორ ნაწილად გაყოფის შესახებ საკითხი არ გასულა. რაც შეეხება სხდომის მეორე ნაწილს დეტალები უცნობია. თუმცა, როგორც გაირკვა 5 ახალი ეპისკოპოსი შეირჩა, რომლებიც მალე ქვეყნის სხვადასხვა ეპარქიებს გადაიბარებენ”, _ განაცხადა ქუთაისი-გაენათის ეპარქიის წარმომადგენელემა “გურია ნიუსთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია 11 ოქტომბერს გასამართ წმ სინოდის სხდომის საკითხებზე. გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელთმთავარს, სინოდი სტატუსი ჩამორთმევას და პენსიაზე გაშვებას უპირებდა. აღნიშნული ინფორმაცია ამ დრომდე არ დასტურდება.