“სიმართლე გითხრათ, სოჭის ოლიმპიადა არასდროს არ მეხატებოდა გულზე, მაგრამ 2008 წლამდე ჩვენს აზრს ასე ღიად ვერ გამოვხატავდით. ჩვენ ვცდილობდით, რომ გართულება თავიდან აგვეცილებინა. 2008 წლის შემდეგ ვითარება ნამდვილად არის შეცვლილი და ამას მუდმივად გვახსენებს რუსეთი. ამ შემთხვევაში, პრობლემა არც სპორტსმენებშია და არც სანქციებში. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია ჩვენს ეროვნულ ღირსებასთან. პუტინის ქმედება კი, პირდაპირ კავშირშია ჩვენი ეროვნული ღირსების დამცირებასთან… თუ რუსეთის ზეწოლას, პუტინის ზეწოლას მუდმივად ვუპასუხებთ სამთავრობო “ქვეწოლით”, კარგს ვერაფერს მივიღებთ. ისტორიულად, ასე ჯერ არც საქართველოს მიუღია რამე და არც სხვა ქვეყანას…
“თუ ჩვენში ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები არ არის უპირველესი, როგორ მოვთხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ეს მათთვის იყოს პირველი საკითხი. თუ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვართ ერთიანი, როგორ უნდა მივმართოთ ჩვენს მოკავშირეებს, ისინიც გაერთიანდნენ? პრობლემა ისაა, რომ ახლა ერთმანეთს ნიშნის მოგებით კი არ უნდა ველაპარაკოთ, საერთო პოზიცია უნდა ჩამოვაყალიბოთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, ამ საკითხებზე საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო პოზიციას ვერასდროს ვერ მივაღწევთ”, _ განაცხადა პრეზიდენტმა.